ლაშა დვალი ექსტრაკლასას XXIX ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
AutoSharing Option
პოლონურმა სატელევიზიო გადაცემა Liga+ekstra-მ, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატს აშუქებს, ექსტრაკლასას 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში "შლიონსკის" ქართველი მცველი ლაშა დვალი შეიყვანა.
დვალის გუნდი ბოლო ტურში პოზნანში "ლეხს" ესტუმრა და მნიშვნელოვან შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0.
29 ტურის შემდეგ ქართველის გუნდი 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.