Gol24: ლაშა დვალი - პროფესორი და ბეტმენი

AutoSharing Option
პოლონურმა გამოცემამ, gol24.pl-მ ექსტრაკლასას 29-ე ტურის შემდეგ "შლიონსკის" ფეხბურთელები 10-ბალიანი სისტემით შეაფასა. გუნდის ქართველ ლეგიონერ ლაშა დვალს 8.0 უწერია, რითაც ის გუნდის საუკეთესოებში მეორეზეა.

სტატიის სათაურში კი პოლონელებმა დვალი ბეტმენად მოიხსენიეს.

შეგახსენებთ, რომ დვალის გუნდი ბოლო ტურში პოზნანში "ლეხს" ესტუმრა და მნიშვნელოვან შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0.

"ლაშა დვალი - პროფესორი. ამ ბიჭის თამაშის ყურებით დიდ სიამოვნებას ვიღებთ. დაცვაში უშეცდომოა, ფეხზეც კარგად დგას ხოლმე.

"ლეხთან" შეხვედრაში მისი სხვა თვისებებიც დავინახეთ, მაგალითად, დრიბლინგი მეტოქე გუნდის საჯარიმოში. ამასთან, თავითაც კარგად ითამაშა
და ზუსტი გრძელი პასებიც აკეთა", - წერს გამოცემა ქართველზე.

29 ტურის შემდეგ ქართველის გუნდი 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული