კახა ცხადაძეს ალმათის "ქაირათში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მიჰყავს?

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათში" ახლახან დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, შესაძლოა, ყაზახურ გუნდში პირველი თანამემამულე ფეხბურთელი სულ მალე მიიწვიოს.

Аzerifootball.com-ის ცნობით, ცხადაძე "ქაირათში", მის მიერ გაწვრთნილი ყოფილი კლუბიდან - ბაქოს "ინტერიდან", ნიკა კვეკვესკირის მიწვევას აპირებს.

საქართველოს ნაკრების 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი აზერბაიჯანულ გუნდში გორის "დილადან" გასულ ზაფხულს გადავიდა, კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს ეწურება. გამოცემის ცნობით, კვეკვესკირს ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის დატოვება სურს და მოლაპარაკების შემთხვევაში, "ქაირათი" ნიკას თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ მიიღებს.

საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი "ქაირათის" მთავარ მწვრთნელად 7 აპრილს
დაინიშნა, პირველ მატჩს ყაზახურ გუნდში კი დღეს, 9 აპრილს, სტუმრად "ატირაუს" წინაათმდეგ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 8 /
ცხადაძე მანდ ფულის საკეთებლად წავიდა და კვეკვესკირს თუ ფეხბურთში გზის გაკვალვა უნდა და ფულზე არ აქვს აქცენტი ამ ეტაპზე,მაშინ უარი უნდა უთხრას ცხადაძეს,თორემ მაქედან სადმე მოხვედრა ურთულესია
zura
16:07 10-04-2016
0
ევროპაში რომ წაიყვანონ ჯერ კარგი ფეხბურთელის სახელი უნდა მოიხვეჭოს,აბა ვინც წაიყვანეს კი ხეხავენ საჯდომებით სკამებს ისე რომ მაზოლები აქვთ უკან გამოსული და ვეღარ დარბიან
მურთაზი
22:24 09-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული