კახა ცხადაძეს ალმათის "ქაირათში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მიჰყავს?

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათში" ახლახან დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, შესაძლოა, ყაზახურ გუნდში პირველი თანამემამულე ფეხბურთელი სულ მალე მიიწვიოს.

Аzerifootball.com-ის ცნობით, ცხადაძე "ქაირათში", მის მიერ გაწვრთნილი ყოფილი კლუბიდან - ბაქოს "ინტერიდან", ნიკა კვეკვესკირის მიწვევას აპირებს.

საქართველოს ნაკრების 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი აზერბაიჯანულ გუნდში გორის "დილადან" გასულ ზაფხულს გადავიდა, კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს ეწურება. გამოცემის ცნობით, კვეკვესკირს ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის დატოვება სურს და მოლაპარაკების შემთხვევაში, "ქაირათი" ნიკას თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ მიიღებს.

საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი "ქაირათის" მთავარ მწვრთნელად 7 აპრილს
დაინიშნა, პირველ მატჩს ყაზახურ გუნდში კი დღეს, 9 აპრილს, სტუმრად "ატირაუს" წინაათმდეგ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 8 /
არ წახვიდე ნიკა ამ სავოკში, დაელოდე ნორმალურ შემოთავაზებს ევროპიდან.
dede
13:44 09-04-2016
0
ნიუჟელი ბაჩანა?
ჰმ
14:01 09-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული