Аzerifootball.com-ის ცნობით, ცხადაძე "ქაირათში", მის მიერ გაწვრთნილი ყოფილი კლუბიდან - ბაქოს "ინტერიდან", ნიკა კვეკვესკირის მიწვევას აპირებს.
საქართველოს ნაკრების 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი აზერბაიჯანულ გუნდში გორის "დილადან" გასულ ზაფხულს გადავიდა, კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს ეწურება. გამოცემის ცნობით, კვეკვესკირს ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის დატოვება სურს და მოლაპარაკების შემთხვევაში, "ქაირათი" ნიკას თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ მიიღებს.
საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი "ქაირათის" მთავარ მწვრთნელად 7 აპრილს