გოგიტა გოგუას "ირტიშმა" შინ 2:0 მოუგო "ორდაბასის". 74-ე წუთზე გოგუამ პენალტი გაიტანა და ზუსტად 5 წუთში შეცვალეს კიდეც.
კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ქაირათი" შინ ყარაგანდის "შახტიორს" დაუზავდა - 0:0. ქართველი სპეციალისტის გუნდმა თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულა.
* * *
დანიის თასის პირველ ნახევარფინალში "ორჰუსმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "ოლბორგს" და დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ. სამწუხაროდ, მათე ვაწაძე ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.* * *
ესტონეთის თასის მეოთხედფინალში ტალინის "ფლორამ" 3:1 დაამარცხა ტარტუს "სანტოსი" და ნახევარფინალში გავიდა. * * *
პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონში "ჟილ ვისენტემ" შინ 4:0 მოუგო "ოლივეირენშეს". გამარჯვებულთა შორის 71 წუთი ითამაშა ავთო ებრალიძემ.იმავე ლიგაში "ფეირენშემ" საშინაო შეხვედრაში 1:0 მოუგო "ვარზიმს". მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა ტრავმამოშუშებულმა მეკარე გიორგი მაკარიძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"