ლეგიონი გუშინ: გოგუამ ყაზახეთში გაიტანა, ბეგლარიშვილმა ესტონეთში [VIDEO]

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები შედგა.

გოგიტა გოგუას
"ირტიშმა" შინ 2:0 მოუგო "ორდაბასის". 74-ე წუთზე გოგუამ პენალტი გაიტანა და ზუსტად 5 წუთში შეცვალეს კიდეც.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ქაირათი" შინ ყარაგანდის "შახტიორს" დაუზავდა - 0:0. ქართველი სპეციალისტის გუნდმა თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულა.

* * *
დანიის თასის პირველ ნახევარფინალში "ორჰუსმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "ოლბორგს" და დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ. სამწუხაროდ, მათე ვაწაძე ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

* * *
ესტონეთის თასის მეოთხედფინალში ტალინის "ფლორამ" 3:1 დაამარცხა ტარტუს "სანტოსი" და ნახევარფინალში გავიდა.
90-ე წუთზე "ფლორას" რიგებში თავი ზაქარია ბეგლარიშვილმა გამოიჩინა.

* * *
პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონში "ჟილ ვისენტემ" შინ 4:0 მოუგო "ოლივეირენშეს". გამარჯვებულთა შორის 71 წუთი ითამაშა ავთო ებრალიძემ.

იმავე ლიგაში "ფეირენშემ" საშინაო შეხვედრაში 1:0 მოუგო "ვარზიმს". მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა ტრავმამოშუშებულმა მეკარე გიორგი მაკარიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამდვილათ არის სანაკრებო ფეხბურთელი
anti
14:40 14-04-2016
0
გოგუას ერთი პრობლემა აქვს თავიდან მოტივაცია დიდი აქვს და ყველგან მაგრად იწყებს მაგრამ მერე რაღაც ემართება და ხდება აგრესიული და თამასის მაგივრად ყვიტლებს იღებს ესე მოუვიდა ყველა გუნდში ,, ამის მიუხედავად მაინც მომხრე ვარ ნაკრებში მის გამოძახებაზე
misha
11:28 14-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული