ბაქოს "ინტერი" ზაურ სვანაძეს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს უმზადებს

AutoSharing Option
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბაქოს "ინტერის" ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, კონტრაქტი გაუგრძელოს გუნდის ქართველ დამრიგებელ ზაურ სვანაძეს. ამასთან ერთად, კლუბის პრეზიდენტმა რაშად გასიმოვმა ამ სეზონისთვის კონკრეტული ამოცანაც დასახა - მესამე ადგილი და თასის ფინალი.

ამაში შეუძლებელი არაფერია, უფრო - პირიქით. ამ დროისთვის "ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და უახლოეს მდევარს სამი ქულით უსწრებს. რაც შეეხება ქვეყნის თასის გათამაშებას, ბაქოს წარმომადგენელი კლუბი ნახევარფინალშია.

როგორც აზერბაიჯანული მედია გვატყობინებს, სვანაძის კონტრაქტი წინაზე უკეთესი იქნება (ჩანს, "ინტერის" შეფობამ საბოლოოდ მოაგვარა ფინანსური პრობლემები). გარდა ამისა, ქართველ სპეციალისტს
სრული თავისუფლება მიენიჭება სელექციის მხრივ.

შეგახსენებთ, რომ სვანაძემ "ინტერი" მას შემდეგ ჩაიბარა, რაც ამ გუნდის ყოფილი დამრიგებელი კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაინიშნა. მანამდე სვანაძე სწორედ ცხადაძის ასისტენტი იყო.

ამ დროისთვის, "ინტერში" ხუთი ქართველია - გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, ნიკა კვეკვესკირი, ზურაბ ხიზანიშვილი და ლაშა კასრაძე.

შესაძლოა, ახლო მომავალში მათი რაოდენობა შემცირდეს. საქმე ისაა, რომ კვეკვესკირის გადაბირება, როგორც ვწერდით, ცხადაძეს "ქაირათის" გასაძლიერებლად სურს. როგორც ირკვევა, კლუბებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია და ყაზახეთში წასვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაიღუპავს კარიერას ეს ბავშვი,ნუთუ არავის არ ანაღვლებს?
კობა
15:52 15-04-2016
0

სიახლეები პოპულარული