გიორგი ნავალოვსკი ტურის სიმბოლურში, ორი ვერსიით

AutoSharing Option
onedivision.ru-მ რუსეთის I დივიზიონის 32-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და "სკა-ენერგიას" მცველი გიორგი ნავალოვსკიც მოხვდა.

"მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი ხაბაროვსკელთა მეკარეს ძალიან დაეხმარა. ის არა მარტო თავის ზონას აკონტროლებდა, არამედ ასწრებდა ცენტრალური მცველების დაზღვევასაც.

მაგრამ განაპირა მცველის ფუნქცია შეტევებში ჩართვაა და ამას გიორგი მუდმივად აკეთებდა, თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა. "სკას" გოლში გიორგის დიდი წვლილი მიუძღვის", - წერს საიტი.

გიორგი ნავალოვსკი I დივიზიონის ოფიციალური საიტის მიხედვითაც მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში, სადაც ასევეა რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე (სპარტაკი 2).

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული