აპრილის თვის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით [VIDEO]

AutoSharing Option
გთავაზობთ ჩვენ ტრადიციულ რუბრიკას: "თვის სამი ლეგიონერი". ვაჯამებთ ქართული ლეგიონის აპრილს.

12 ქულით გაიმარჯვა გოგიტა გოგუამ, რომელიც ყაზახური "ირტიშის" ღირსებას იცავს. 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა პოლონური "შლიონსკის" მცველი ლაშა დვალი. 4 ქულით მესამეა თურქული "ესქიშეჰირის" შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი.

პირველი ადგილი
გოგიტა გოგუა - "ირტიში" (ყაზახეთი). 32 წლის. 5 თამაში - 3 გოლი და 3 საგოლე პასი
გოგიტა გოგუას კარიერაში "მეორე სუნთქვა" გაეხსნა. ის ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო გოლი+პასი სისტემით (3 გოლი და 6 პასი) ერთპიროვნული ლიდერია.

მეორე ადგილი
ლაშა დვალი - "შლიონსკი" (პოლონეთი). 20 წლის. 6 თამაში - 2 საგოლე პასი
ახალგაზრდა მცველის პროგრესი პოლონეთში თვალშისაცემია. თუ მარტში სადებიუტო გოლიც გაიტანა, აპრილში ორჯერ გაუწია თანაგუნდელებს ასისტენტობა.

მესამე ადგილი
თორნიკე ოქრიაშვილი - "ესქიშეჰირი" (თურქეთი). 24 წლის. 4 თამაში - 1 გოლი
გვიან, მაგრამ ოქრიაშვილიც ათამაშდა ახალ გუნდში. შესანიშნავი გოლიც გაიტანა და ბოლო ტურშიც მოედანზე საუკეთესო იყო.

თვის ნომინანტთა შორის აგრეთვე მოხვდნენ: ვალერიან გვილია (მინსკი), ჯაბა ლიპარტია (ზორია) და დავით სხირტლაძე (სილკებორგი).

ქართული ლეგიონის აპრილის სტატისტიკა
ამ თვეში გავიდა 20 ქართული გოლი და გაკეთდა 10 პასი. წინა თვესთან შედარებით (14) გოლების რიცხვმა იმატა, საგოლე პასებმა კი იკლო (11).

2016 წელს ქართველმა ლეგიონერებმა (სამოყვარულო ლიგებს არ ვგულისხმობთ) ჯამში გაიტანეს 44 გოლი.

გოლები
მხოლოდ ერთმა ლეგიონერმა შეასრულა დუბლი - "სილკებორგის" შემტევმა დავით სხირტლაძემ. ამ თვეში ყველაზე მეტი გოლი სწორედ სხირტლაძემ და გოგიტა გოგუამ გაიტანეს - 3-3.

2-2 გოლია ვალერიან გვილიასა და გიორგი გოროზიას ანგარიშზე. თითო გაიტანეს: ლაშა ძიძიგურმა, ნუგზარ კვირტიამ, ირაკლი სირბილაძემ, კახა მახარაძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა, შოთა გრიგალაშვილმა, გურამ კაშიამ, ზაქარია ბეგლარიშვილმა, გიორგი კვესიეშვილმა და ელგუჯა გრიგალაშვილმა.

საგოლე პასები
10 საგოლე პასი მოდის ჩვენებურებზე, რაც წინა თვის შედეგს ერთით ჩამორჩება. 3-3 პასი გოგუასა და ჯაბა ლიპარტიას ანგარიშზეა. 2 საგოლე პასი ლაშა დვალმა მიითვალა, თითო გიორგი ჭანტურიამ და ბუბა დაუშვილმ.

გოლს პლუს პასი სისტემით გოგუას 6 ქულა (3+3) უგროვდება.
გოგუას საგოლე "ასტანასთან"
Sportall.Ge

დებიუტი, დისციპლინა
ლეგიონერის რანგში დებიუტი ჰქონდა პაპუნა მოსემღვდლიშვილს, რომელიც ბელორუსის "სლავიაში" თამაშობს.

ქართველთა ანგარიშზე 22 გაფრთხილება და 3 გაძევებაა. გააძევეს: ზურაბ ცისკარიძე, პაპუნა მოსემღვდლიშვილი და ლევან მჭედლიძე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს აქამდე მხოლოდ ერთი გაძევება გვქონდა (ნავალოვსკი).

იანვრის გამარჯვებულები
1. ვაკო ყაზაიშვილი; 2 ჯაბა კანკავა; 3. გიორგი მაკარიძე

თებერვლის გამარჯვებულები
1. გიორგი აბურჯანია; 2. ვაკო ყაზაიშვილი; 3. გურამ კაშია

მარტის გამარჯვებულები
1. გიორგი ჭანტურია; 2. გიორგი აბურჯანია; 3. ლაშა დვალი

ასევე იხილეთ:
მარტის თვის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული