12 ქულით გაიმარჯვა გოგიტა გოგუამ, რომელიც ყაზახური "ირტიშის" ღირსებას იცავს. 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა პოლონური "შლიონსკის" მცველი ლაშა დვალი. 4 ქულით მესამეა თურქული "ესქიშეჰირის" შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი.
პირველი ადგილი
გოგიტა გოგუა - "ირტიში" (ყაზახეთი). 32 წლის. 5 თამაში - 3 გოლი და 3 საგოლე პასიგოგიტა გოგუას კარიერაში "მეორე სუნთქვა" გაეხსნა. ის ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო გოლი+პასი სისტემით (3 გოლი და 6 პასი) ერთპიროვნული ლიდერია.
მეორე ადგილი
ლაშა დვალი - "შლიონსკი" (პოლონეთი). 20 წლის. 6 თამაში - 2 საგოლე პასიახალგაზრდა მცველის პროგრესი პოლონეთში თვალშისაცემია. თუ მარტში სადებიუტო გოლიც გაიტანა, აპრილში ორჯერ გაუწია თანაგუნდელებს ასისტენტობა.
მესამე ადგილი
თორნიკე ოქრიაშვილი - "ესქიშეჰირი" (თურქეთი). 24 წლის. 4 თამაში - 1 გოლიგვიან, მაგრამ ოქრიაშვილიც ათამაშდა ახალ გუნდში. შესანიშნავი გოლიც გაიტანა და ბოლო ტურშიც მოედანზე საუკეთესო იყო.
თვის ნომინანტთა შორის აგრეთვე მოხვდნენ: ვალერიან გვილია (მინსკი), ჯაბა ლიპარტია (ზორია) და დავით სხირტლაძე (სილკებორგი).
ქართული ლეგიონის აპრილის სტატისტიკა
ამ თვეში გავიდა 20 ქართული გოლი და გაკეთდა 10 პასი. წინა თვესთან შედარებით (14) გოლების რიცხვმა იმატა, საგოლე პასებმა კი იკლო (11). 2016 წელს ქართველმა ლეგიონერებმა (სამოყვარულო ლიგებს არ ვგულისხმობთ) ჯამში გაიტანეს 44 გოლი.
გოლები
მხოლოდ ერთმა ლეგიონერმა შეასრულა დუბლი - "სილკებორგის" შემტევმა დავით სხირტლაძემ. ამ თვეში ყველაზე მეტი გოლი სწორედ სხირტლაძემ და გოგიტა გოგუამ გაიტანეს - 3-3. 2-2 გოლია ვალერიან გვილიასა და გიორგი გოროზიას ანგარიშზე. თითო გაიტანეს: ლაშა ძიძიგურმა, ნუგზარ კვირტიამ, ირაკლი სირბილაძემ, კახა მახარაძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა, შოთა გრიგალაშვილმა, გურამ კაშიამ, ზაქარია ბეგლარიშვილმა, გიორგი კვესიეშვილმა და ელგუჯა გრიგალაშვილმა.
თორნიკე ოქრიაშვილის გოლი
ვალერიან გვილიას გოლი "ბელშინას" კარში
გოგუას გოლი "აქტობეს" კარში
გურამ კაშიას გოლი
გოროზიას გოლი "ვოლერენგას" კარში
გვილიას გოლი "ბრესტის" კარში
გოგუას გოლი "ატირაუს" კარში
ვალერიან გვილიას გოლი "ბელშინას" კარში
გოგუას გოლი "აქტობეს" კარში
გურამ კაშიას გოლი
გოროზიას გოლი "ვოლერენგას" კარში
გვილიას გოლი "ბრესტის" კარში
გოგუას გოლი "ატირაუს" კარში
საგოლე პასები
10 საგოლე პასი მოდის ჩვენებურებზე, რაც წინა თვის შედეგს ერთით ჩამორჩება. 3-3 პასი გოგუასა და ჯაბა ლიპარტიას ანგარიშზეა. 2 საგოლე პასი ლაშა დვალმა მიითვალა, თითო გიორგი ჭანტურიამ და ბუბა დაუშვილმა. გოლს პლუს პასი სისტემით გოგუას 6 ქულა (3+3) უგროვდება.
დებიუტი, დისციპლინა
ლეგიონერის რანგში დებიუტი ჰქონდა პაპუნა მოსემღვდლიშვილს, რომელიც ბელორუსის "სლავიაში" თამაშობს. ქართველთა ანგარიშზე 22 გაფრთხილება და 3 გაძევებაა. გააძევეს: ზურაბ ცისკარიძე, პაპუნა მოსემღვდლიშვილი და ლევან მჭედლიძე.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს აქამდე მხოლოდ ერთი გაძევება გვქონდა (ნავალოვსკი).
იანვრის გამარჯვებულები
1. ვაკო ყაზაიშვილი; 2 ჯაბა კანკავა; 3. გიორგი მაკარიძე
თებერვლის გამარჯვებულები
1. გიორგი აბურჯანია; 2. ვაკო ყაზაიშვილი; 3. გურამ კაშია
მარტის გამარჯვებულები
1. გიორგი ჭანტურია; 2. გიორგი აბურჯანია; 3. ლაშა დვალი
ასევე იხილეთ:
მარტის თვის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით [VIDEO]