ლეგიონი. პოლონეთი: ლაშა დვალს ავტოგოლი გაატანინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს პოლონეთის ექსტრაკლასას სარელეგაციო ჯგუფში XXXV ტურის შეხვედრები გაიმართა.

გამარჯვება იზეიმა საქართველოს ნაკრების მცველის ლაშა დვალის გუნდმა "შლიონსკმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე  "ტერმალიცა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების მიუხედავად, შეხვედრა უიღბლო გამოდგა "შლიონსკის" ქართველი მცველისთვის. მატჩში გასული სამი გოლიდან ორი ავტოგოლი გამოდგა, აქედან ერთი კი სწორედ ლაშას ანგარიშზეა. 62-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, დვალს კი, რომელიც მეტოქემ პოზიციისთვის ბრძოლაში აშკარად ხელით დაიჭირა, ბურთი ზურგში მოხვდა და კარში შევარდა.

"შლიონსკს" 27 ქულა აქვს და სარელეგაციო ჯგუფში მეორე ადგილზეა.

პოლონურ ექსტრაკლსასაში მოთამაშე კიდევ
ერთი ქართველი ლეგიონერის, ლადო დვალიშვილის გუნდი "პოგონი", რომელიც საჩემპიონო ჯგუფში გამოდის, დღეს საკუთარ მოედანზე "ზაგლებიეს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუშავს ლაშა, მიდი მიაწექი.
ფაშა ძლიერი
14:47 08-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული