პოლონელების თქმით, დვალის კარგმა თამაშმა უცხოეთშიც გამოიწვია ინტერესი, კონკრეტულად კი, "ქასიმფაშას" წარმომადგენელი "შლიონსკის" ბოლო მატჩს დაესწრო და დვალს აკვირდებოდა.
დვალს "ქასიმფაშაში" ნათამაშები აქვს. 2013 წელს ის ინგლისურმა "რიდინგმა" შეიძინა, რომელმაც ქართველი მცველი თავდაპირველად "სკონტოში" გაანათხოვრა, შემდეგ კი სწორედ "ქასიმფაშაში". თურქულ კლუბს დვალის გამოსყიდვა სურდა 200 000 ევროდ, მაგრამ ინგლისელებმა უარით გაისტუმრეს და 2015 წელს დვალი "დუისბურგს" 560 000 ევროს სანაცვლოდ მიჰყიდეს.