პოლონური მედია: "ქასიმფაშას" ლაშა დვალის დაბრუნება სურს

AutoSharing Option
როგორც პოლონური მედია იტყობინება, "შლიონსკის" ქართველ მცველ ლაშა დვალს თურქული "ქასიმფაშა" აკვირდება.

პოლონელების თქმით, დვალის კარგმა თამაშმა უცხოეთშიც გამოიწვია ინტერესი, კონკრეტულად კი, "ქასიმფაშას" წარმომადგენელი "შლიონსკის" ბოლო მატჩს დაესწრო და დვალს აკვირდებოდა.

დვალს "ქასიმფაშაში" ნათამაშები აქვს. 2013 წელს ის ინგლისურმა "რიდინგმა" შეიძინა, რომელმაც ქართველი მცველი თავდაპირველად "სკონტოში" გაანათხოვრა, შემდეგ კი სწორედ "ქასიმფაშაში". თურქულ კლუბს დვალის გამოსყიდვა სურდა 200 000 ევროდ, მაგრამ ინგლისელებმა უარით გაისტუმრეს და 2015 წელს დვალი "დუისბურგს" 560 000 ევროს სანაცვლოდ მიჰყიდეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებას ვუსურვებ ყველა ქართველ ფეხბურთელს!
გუჯა კახაძე
17:35 09-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული