პაპუნაშვილი "ვერდერის" მთავარ გუნდშია, შედგება დებიუტი ბუნდესლიგაში?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ბოლო ტურში ბრემენის "ვერდერი" უშუალო კონკურენტ "აინტრახტს" მასპინძლობს.

გამარჯვების შემთხვევაში "ვერდერი" ბუნდესლიგაში დარჩება, ფრის შემთხვევაში გადათამაშებაში ითამაშებს, ხოლო თუ წააგო, შეიძლება გავარდეს.

აი, ასეთ მნიშვნელოვან თამაშში შეიძლება შედგეს გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში.

საქმე ისაა, რომ "ვერდერს" დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება ნახევარმცველი ფინ ბარტელსი, რასაც "მუსიკოსთა" საკადრო პრობლემებიც დაერთო და ქართველმა ნახევარმცველმა პირველ გუნდში ივარჯიშა.

weser-kurier.de ბარტელსის შემცვლელ ერთ-ერთ ვარიანტად პაპუნაშვილს ასახელებს, თუმცა ამატებს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს.

თუმცა ჩვენებური შესაძლოა, მატჩის განაცხადში მოხვდეს და
შეცვლაზე შევიდეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აქ გამომსვლელების მსგავსად, პირადად მეც მეპარება ეჭვი, რომ დუბლების საშუალო დონის ფეხბურთელს ამ სეზონის უმთავრეს თამაშში მწვრთნელმა ძირითადში მისცეს თამაშის უფლება. 18 კაცში სავსებით შესაძლებელია მისი ყოფნა, თუმც ამის საკმაოდ ნაკლები ალბათობა არსებობს
კლიმენტი
12:52 12-05-2016
0
რამდენს იხდიან ეს ტალანტები პიარში საინტერესოა?! ეს ბიჭი ამ გუნდის დუბლების განაცხადში ვერ ხვდება და ასეთ მნიშვნელოვან თამაშში პირველ გუნში ათამაშებენ??? ეეეეხ ნიკოლოზ...
GRRR
20:05 11-05-2016
0

სიახლეები პოპულარული