900 ათასი ღვინიანიძის სანაცვლოდ

AutoSharing Option
მათე ღვინიანიძის "მიუნხენ 1860"-მა ჩვენებურის გარეშე ითამაშა და ქვედალიგოსან "რეგენსბურგთან" 0:1 დამარცხდა. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში "ლომების" მთავარმა მწვრთნელმა რაინერ მაურერმა განაცხადა, რომ ღვინიანიძისა და კიდევ ორი ფეხბურთელის არყოფნის გამო, "რეგენსბურგთან" დაცვის ხაზი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

"მიუნხენ 1860"-ის ოფიციალური ვებგვერდი და სხვა გერმანული საიტები არაფერს წერენ მათე ღვინიანიძის უთამაშებლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში "ბილდის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღვინიანიძის დამატება "ოლიმპიაკოსის" გერმანელ მწვრთნელ ევალდ ლინენს სურს. ლინენი, რომელიც ადრე "ლომებში" მათეს მწვრთნელი იყო, უკვე ესაუბრა ქართველ მცველს. ამ სავარაუდო
ტრანსფერის შესახებ ამჯერად "ბილდი" არა, მაგრამ ავტორიტეტული ტრანსფერმარკტ.დე კი წერს. ამ წყაროს ინფორმაციით "ოლიმპიაკოსი" მზად არის "მიუნხენ 1860"-ს მათე ღვინიანიძის სანაცვლოდ 900 ათასი ევრო გადაუხადოს. სხვათა შორის, ამ ვებგვერდზე ქართველის სატრანსფერო ფასი სწორედ 900 ათასი ევროა. ვებგვერდი ტრანსფერმარკტ.დე "მიუნხენ 1860"-დან პირეოსის "ოლიმპიაკოსში", ქართველი მცველის ამ შესაძლო ტრანსფერის ალბათობას ჯერჯერობით 30 პროცენტით აფასებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ან არ უნდა ვინმეს პოპულარიზაციის მიზნით რაიმე პატარა ყოფილი ვეტერანი მილანელების შეკრება გააკეთოს?ეგებ და რამე ძვრები დაიწყოს ფეხბურთში მანდაც.თორე სტადიონებში მილიონებს იხდიან და მანდ გამზადებულია ყველაფერი და პატარა ხელის შეწყობა უნდა..მე მგონი წნორში შეიძლება კარგი სადღესასწაულო თამაშის მოწყობა.
პარტიზანა
11:06 14-12-2017
0
ქალაქის ყოფილი ბაზის სურათები არ გაქვთ რომ დადოთ?გაგვახარებთ ძალიან ყოფილ მილანელებს
პარტიზანა
10:57 14-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული