მერებაშვილმა გოლით მოიგო, იაშვილმა უგოლოდ

AutoSharing Option
ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ჩვენი ნაკრების ფორვარდი ჩინებულ ფორმაში რომ არის და საკმაოდ მონდომებულიცაა, ამაზე საკონტროლო მატჩებში მის მიერ გატანილი გოლები მეტყველებს. თუმცა, ამჯერად ჩვენებურს უგოლოდ მოუწია მოედნის დატოვება. მორიგ საკონტროლო შეხვედრაში "კარლსრუემ" ფრანგულ "მეცი" 2:1 დაამარცხა. კარლსრუელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩიც ჩაამთავრა.

გოლითა და კარგი თამაშით კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ჩვენი ნაკრებისა და სერბული "ვოევოდინას" თავდამსხმელმა გიორგი მერებაშვილმა. სერბული ვებგვერდების მტკიცებით, "ვოევოდინამ" ადგილობრივი "მლადოსტის" წინააღმდეგ საკონტროლო შეხვედრაში ორი შემადგენლობით იასპარეზა. გუნდის ძირითადმა ბირთვმა
და მათ შორის მერებაშვილმაც, მეორე ტაიმი სრულად ითამაშა. "ვოევოდინამ" 2:0 მოიგო და ორივე ბურთი შესვენების შემდეგ გავიდა. 51-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე გოლი 72-ე წუთზე მიტოშევიჩმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. როგორც ირკვევა, "ვოევოდინას" სასარგებლოდ ის საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლით დასრულდა, მერებაშვილის წაქცევის გამო დანიშნეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრაკის უნახავს გაგხდის!
მენტორი
10:49 13-12-2017
1

სიახლეები პოპულარული