შალამბერიძე პოლონიაშია

AutoSharing Option
25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ გასული სეზონი ვოძისლავის "ოდრაში" ჩაამთავრა და ალბათ მალე ახალ კლუბში ვიხილავთ. პოლონურ ვებგვერდ სპორტს.პლ-ის ინფორმაციით, ბიტომის "პოლონიაში" ორი ფეხბურთელია ტესტირებაზე - ქართველი კობა შალამბერიძე და იაპონელი იუ შიმასაკი. ამჟამად პოლონური გუნდი გერმანიაში გადის მოსამზადებელ შეკრებას. ბიტომელებმა ადგილობრივ ქვედალიგოსან "კასელთან" 2:2 ფრე ითამაშა.

"ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე. მას ძალიან მოეწონა იაპონელი შიმასაკი. კარგი შთაბეჭდილება დატოვა შალამბერიძემაც. ამ ფეხბურთელების საკითხს, ამ დღეებში გადავწყვეტთ", - პრესასთან საუბარში აღნიშნა ბიტომის "პოლონიას" ვიცე-პრეზიდენტმა ვოიცეხ რუდნიცკიმ.

დაბოლოს, ბიტომის "პოლონიამ"
გასული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა. პოლონეთში ახალი სეზონი 6 აგვისტოს იწყება. სასტარტო ტურში "პოლონია" "ბელხატოვს" სტუმრად ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული