ავთო ებრალიძეს თურქული სუპერლიგის გუნდი ეპატიჟება

AutoSharing Option
პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველ ავთო ებრალიძეს თურქული სუპერლიგის ბინადარი "ქარაბუქსფორი" ეპატიჟება.

სულ ცოტა ხნის წინ 24 წლის ფეხბურთელმა "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა, რომ თურქული ვარიანტი აქვს. ეს გუნდი "ქარაბუქია".

თურქეთის პირველი ლიგის გათამაშება "ქარაბუქმა" აღმავლობით ჩაატარა და პირველი ადგილი დაიკავა. ასე რომ, მომავალ სეზონს ეს კლუბი უძლიერესთა შორის დაიწყებს.

"ქარაბუქი" რამდენიმე ფეხბურთელით აპირებს გაძლიერებას. ჩანს, მათ შორის ერთ-ერთი ებრალიძეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული