[ექსკლუზივი] რომან ჭანტურიათი სერია A-ს სამი გუნდი ინტერესდება

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, იტალიური "ემპოლის" ქართველ ფორვარდ რომან ჭანტურიათი სერია A-ს სამი გუნდია დაინტერესებული. ჩვენი ინფორმაციით, ესენია: "სამპდორია", "ჯენოა" და "ტორინო".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი 20 აპრილს, სერია A-ს 34-ე ტურში "ემპოლის" მთავარი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა. მოლოდინი იმისა, რომ ჭანტურიას დებიუტი სერია A-ში ამ სეზონშივე შედგებოდა, დიდი იყო, თუმცა არ გამართლდა.

დაინტერესებული კლუბების თაობაზე ინფორმაცია თავად ფეხბურთელთან გადავამოწმეთ:

"დიახ, მეც გავიგე, რომ სერია A-ს სამ გუნდს სურს ჩემი შეძენა, რაც ძალიან მახარებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რამდენად
რეალურია ამ ეტაპზე "ემპოლიდან" სადმე წასვლა, რადგან კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და, სიმართლე გითხრათ, მეეჭვება, კლუბის პრეზიდენტმა ჩემი გაყიდვის შესაძლო ვარიანტი განიხილოს.

ამიტომ დავიცადოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - გვითხრა ჭანტურიამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ტუ არ იცისთ რას ლაპარაკობთ დუბლების ბოპმბარდირი გახდა კაცი ძალიან კარგი ფეხბურთელია რომელიც თავის კვალს დატოვებს ქართულ ფეხბურთში, იტალიასი წველაზე ნაკლებად ენდობიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი ამასაც ექნება და გამოიყენებს კიდევაც
ბიჯოოოოოოოოოოოს
28 მაისი 2016 21:31
0
ვეტანხმები დომენტის კომენტარს.გაბუქება იციაან ტან დზაან გადამეტებული არადა არც ერტი ჰვენი ფეხბურტელი არ ტამასჰობს სერიოზულ გუნდსჰი სამცუხაროდ.
მანო
28 მაისი 2016 10:28
0
იმედს ვიტოვებ რომ ამ არაფრის მომცემ
სტატიებს ფეხბურთელები არ კითხულობენ
ioseb
27 მაისი 2016 14:52
0
მორიგი ბაქი-ბუქი... მოკლედ ამ ჟურნალისტების სტატიებს რომ გადახედო იმდენი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს და ისეთ კლუბებს სურთ ეს მსოფლიო დონის ფეხბურთელები რომ საფრანგეთს პორტუგალიას და თვით ესპანეთსაც შეშურდებათ! არადა გავა 2-3კვირა და ხან "გაზოვიკში" ვხედავთ ამ ვარსკვლავებს ხან "ლუჩ-ენერგია"ში და ხანაც "ზორიაში" ისიც განაცხადში ვერ ხვდებიან და თუ სკამზე დასვეს ხო მორიგი სტატია გამოცხვება უცებ [ექსკლუზივი]......
ცოტა მორიდებით ბატონო ჟურნალისტებო,20-21 წლის ბიჭები საფეხბურთო ევროპას აზანზარებენ(მარსიალი,კომანი,რაბიო და ა.შ)და მათზე მხოლოდ მაშინ წერენ და ლაპარაკობენ რომელიმე კონკრეტულ მატჩში თუ თავს გამოიჩენენ და არა თქვენსავით..........! დღეს ამ სტატიას რომ წერდით კითხვა არ გაგიჩნდათ "21 წლის ჭანტურია პირველად 20 აპრილს მოხვდა მხოლოდ განაცხადში და რითი დააინტერესა თქვენს მიერ დასახელებული გუნდები"?
domenti
27 მაისი 2016 14:19
0
ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ფოტო მოძრაობაშია გადაღებული და კუნთის ნატამალი არ ემჩნევა.რა გვჭირს ეგეთი მოურჩენელი,ვინ გათამაშებს იტალიაში?
ჯიჯი ალფაიძე
27 მაისი 2016 14:10
0
დაიწყო დაბოლებების მე-2 სერია!
გიო
27 მაისი 2016 14:01
0

სიახლეები პოპულარული