[ექსკლუზივი] რომან ჭანტურიათი სერია A-ს სამი გუნდი ინტერესდება

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, იტალიური "ემპოლის" ქართველ ფორვარდ რომან ჭანტურიათი სერია A-ს სამი გუნდია დაინტერესებული. ჩვენი ინფორმაციით, ესენია: "სამპდორია", "ჯენოა" და "ტორინო".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი 20 აპრილს, სერია A-ს 34-ე ტურში "ემპოლის" მთავარი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა. მოლოდინი იმისა, რომ ჭანტურიას დებიუტი სერია A-ში ამ სეზონშივე შედგებოდა, დიდი იყო, თუმცა არ გამართლდა.

დაინტერესებული კლუბების თაობაზე ინფორმაცია თავად ფეხბურთელთან გადავამოწმეთ:

"დიახ, მეც გავიგე, რომ სერია A-ს სამ გუნდს სურს ჩემი შეძენა, რაც ძალიან მახარებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რამდენად
რეალურია ამ ეტაპზე "ემპოლიდან" სადმე წასვლა, რადგან კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და, სიმართლე გითხრათ, მეეჭვება, კლუბის პრეზიდენტმა ჩემი გაყიდვის შესაძლო ვარიანტი განიხილოს.

ამიტომ დავიცადოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - გვითხრა ჭანტურიამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ტუ არ იცისთ რას ლაპარაკობთ დუბლების ბოპმბარდირი გახდა კაცი ძალიან კარგი ფეხბურთელია რომელიც თავის კვალს დატოვებს ქართულ ფეხბურთში, იტალიასი წველაზე ნაკლებად ენდობიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი ამასაც ექნება და გამოიყენებს კიდევაც
ბიჯოოოოოოოოოოოს
21:31 28-05-2016
0
ვეტანხმები დომენტის კომენტარს.გაბუქება იციაან ტან დზაან გადამეტებული არადა არც ერტი ჰვენი ფეხბურტელი არ ტამასჰობს სერიოზულ გუნდსჰი სამცუხაროდ.
მანო
10:28 28-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული