ომარ თეთრაძე ყაზახური "ტობოლის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
ყაზახური "ტობოლის" მთავარ მწვრთნელად ომარ თეთრაძე დაინიშნა.

46 წლის სპეციალისტმა კლუბთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თეთრაძემ სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს დაიწყო. აქამდე მას "კრილია სოვეტოვში", "ანჟიში", "ვოლგაში", "ხიმკებში", ყაზახურ "ჯეტისსა" და "ენისეიში" უმუშავია.

აქვე გეტყვით, რომ ალმათის "კაირათის" მთავარ მწვრთნელად საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე მუშაობს, ხოლო პავლოდარის "ირტიშის" რიგებში გოგიტა გოგუა თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული