ავთო ებრალიძე პორტუგალიის პრიმეირა დივიზიონში ითამაშებს

AutoSharing Option
2016/17 წლების სეზონში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" პორტუგალიის ელიტურ დივიზიონ პრიმეირაში ითამაშებს.

მართალია, "ჟილ ვისენტემ" სეგუნდა ლიგაში მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა, ელიტაში ადგილი კი გუნდმა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო.

საქმე ისაა, რომ 2006 წლის აგვისტოში "ჟილ ვისენტე" მეორე დივიზიონში დააქვეითეს. მიზეზი ანგოლელი მატეუსი იყო, რომელმაც მოყვარული ფეხბურთელის სტატუსით ითამაშა სეზონში.

10 წლის განმავლობაში "ჟილ ვისენტემ" ყველა ინსტანცია მოიარა და საბოლოოდ მოიგო სასამართლო. ფეხბურთის ფედერაცია დაავალდებულეს, რომ კლუბი დაუყოვნებლივ დააბრუნონ ელიტაში, ხოლო გუნდების რაოდენობა 20-მდე გაიზარდოს.

24 წლის ებრალიძემ სამი სეზონი გაატარა
"ჟილ ვისენტეში". 83 თამაშში მან 4 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში პორტუგალიურ ელიტაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს, "მორეირენშეს" კარს გიორგი მაკარიძე დაიცავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ ნაკრების დინის უნდა გახდეს, როცა გამოძახებული იყო ნაკრებში სულ მცირე ერთი ფეხბურთელიც ვრტ მოატყუა მოედანზე :)
Akaki
20:23 09-06-2016
0
კარგია ამ ფეხბურთელს მეტი შეუძლია,ჭირდება ნაკრებს სწრაფი გარემარბები.
bebeto
17:23 09-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული