ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გოგიტა გოგუა: ვლადიმირ ვაისი ძალიან კარგი მწვრთნელია

AutoSharing Option
ყაზახური "ირტიშის" ყოფილმა ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ, რომელიც სულ ახლახან "ორდაბასში" გადაბარგდა, ყაზახურ Kazfootball.kz-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა.

- რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სენსაციურად ესპანეთი მისსავე მოედანზე დაამარცხა. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ველოდი-მეთქი რომ ვთქვა, ისე გამოჩნდება, თითქოს ვიტყუები. მაგრამ ის, რომ საქართველოს ნაკრებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს - უდავოა.

გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა. ვაისი ძალიან კარგი მწვრთნელია, მასთან ერთად მიმუშავია კიდეც. მახარებს ნაკრების წარმატება - განა ყველას შეუძლია ესპანელთა დამარცხება?! ფეხბურთელებს სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ.

- იმედს
კვლავ იტოვებთ, რომ ნაკრებში გამოგიძახებენ?
- ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს - ეს მისი პრეროგატივაა. ნებისმიერი ფეხბურთელის დიდი სურვილია ქვეყნის მთავარ გუნდში თამაში და ფეხბურთელს, რომელსაც ეს შანსი ეძლევა, უნდა აფასებდეს ამას და 110%-ით იხარჯებოდეს.
ასევე დაგაინტერესებთ