azerifootball.com: ზურაბ ხიზანიშვილმა "ინტერთან" კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა

AutoSharing Option
azerifootball.com-ის ცნობით, 34 წლის ზურაბ ხიზანიშვილმა ბაქოს "ინტერთან" ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. ხიზანიშვილმა ერთი სეზონი ითამაშა "ინტერში", მან 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ქართველთაგან ზაურ სვანაძის გუნდში მხოლოდ ხიზანიშვილი დარჩა. ნიკა კვეკვესკირი "გაბალაში" გადავიდა, ლაშა კასრაძე და გიორგი ლომაია საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდნენ, ჯერ უცნობია, სად გადავა ლაშა სალუქვაძე, "ინტერიდან" ისიც წამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული