"სკა-ხაბაროვსკმა" გიორგი ნავალოვსკისთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა

AutoSharing Option
რუსეთის პირველი დივიზიონის "სკა-ხაბაროვსკმა" ოფიციალურად გამოაცხადა საქართველოს ნაკრების მცველ გიორგი ნავალოვსკისთან კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტის შესახებ. კლუბმა მადლობა გადაუხადა 29 წლის ქართველ ფეხბურთელს და წარმატებები უსურვა შემდგომ კარიერაში.

ცნობილია, რომ შორეული აღმოსავლეთის კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის სურვილი გიორგისგან მომდინარეობდა.

"გიორგის კლუბიდან წასვლა დანაკლისია, მისი გადაწყვეტილება შორეული აღმოსავლეთის დატოვების თაობაზე კი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ოჯახთან ახლოს ყოფნის სურვილს უკავშირდება. ამის გამო კლუბს არ შეეძლო, წინააღმდეგობა გაეწია ადამიანისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ხაბაროვსკული ფეხბურთისთვის და რომლისთვისაც ქალაქი და კლუბი მეორე სახლად
იქცა", - განაცხადა "სკა-ხაბაროვსკის" გენ-დირექტორმა ოლეგ ფლეგონტოვმა.

გასულ სეზონში გიორგიმ კლუბის მაისურით 12 მატჩში ითამაშა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ნავალოვსკი კარიერას. "ლელოსთან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სიამოვნებით დათანხმდებოდა პოლონური, ბერძნული ან კვიპროსული კლუბის წინადადებას (იხილეთ ვრცლად).
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი და ბევრად ჯობია კიდეც ქიმაძე არ გვჯირდება ნავალოვსკი
fctk
22:49 21-06-2016
0
ტორპედოს ყავს ქიმადზე და არ უნდა ეს ნავალოვსკი
barca
22:26 21-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული