თორნიკე ოქრიაშვილის ევროპული ვარიანტები - განსაკუთრებით ესპანელები აქტიურობენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 24 წლის თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად ჯერაც "გენკის" წევრია. გასული სეზონი მან თურქული სუპერლიგის ბინადარ "ესქიშეჰირში" ჩაამთავრა, სადაც იჯარის წესით თამაშობდა.

"გენკის" წევრობა კი არ ნიშნავს, რომ ის ამ გუნდში დარჩება, პირიქით - გადაწყვეტილია, ოქრიაშვილი ამ ბელგიურ კლუბში აღარ ითამაშებს. მისი მიზანი ევროპის რომელიმე წამყვან ლიგაში გადასვლაა.

როგორც შევიტყვეთ, ის 1-ელ ივლისს ჩავა ბელგიაში, დაიწყებს ვარჯიშს "გენკის" შემადგენლობაში და დაელოდება სასურველ წინადადებას. ამასობაში, ბელგიურ მხარესთან მოლაპარაკებას გამართავს ფეხბურთელის აგენტი მამუკა ამიროვი.

როგორც უაღრესად სანდო წყარომ გვაცნობა, ოქრიაშვილს
ამჟამად აქვს ვარიანტები საიმისოდ, რომ კარიერა საფრანგეთში, გერმანიაში ან ესპანეთში გააგრძელოს. განსაკუთრებით ესპანელები აქტიურობენ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ამბავი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სწორედ ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა სენსაციური გამარჯვება ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ამას წინათ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

თუმცა მარტო გოლშიც არ არის საქმე - სხვა მხრივაც გამოჩნდა, რომ ოქრიაშვილი დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა. აქედან გამომდინარე, მის მიმართ პირენეული კლუბების ინტერესი გასაკვირი სულაც არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
სადაც არ უნდა გადახვიდე ყველგან წარმატებებს გისურვებ. მაგრამ გამიხარდება თუ კარგ ევროპულ გუნდში გადახვალ, სტაბილურად ითამაშებ და ხეტიალი და გაურკვევლობის დღეები დასრულდება.
ლუკა კუ
10:07 29-06-2016
0
ოქრი არის ხვალინდელი დღე ქართული ფეხბურთის, უდიდესი პოტენციალი აქვს, წარმატებები თორნიკეს...შეეწიოს ღმრთისმშობელი...
ლევან
19:44 28-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული