"შლიონსკის" ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა ინტერვიუ slasknet.com-ს მისცა:
- როგორ მიდის მზადება ახალი სეზონისთვის?
- ყველაფერი ძალიან კარგადაა, მწვრთნელმა რუმაკმა ზუსტად განსაზღვრა ყველა დეტალი, ჩვენი მიზნები. ამიტომაც არის, რომ უკვე ვროცლავში მოაქვს შეკრებას თავისი სარგებელი.
- ამხანაგურ მატჩებში ბევრ გოლს უშვებთ. ავიღოთ, "ზაგლებიესთან" თამაში ან "ჰაპოელთან". როგორ გამოსწორდება ეს სეზონის დაწყებამდე?
- დიახ, ასეა, მაგრამ თუნდაც "ზაგლებიემ" ჩვენზე ორი კვირით ადრე
- როგორ შეეწყვეთ გუნდის ახალ ფეხბურთელებს?
- ძალიან საინტერესო ფეხბურთელები არიან და ამას მოედანზეც ამტკიცებენ. ჯერ ბოლომდე შეთამაშება გვაკლია, რადგან ეგზოტიკური "ნაკრები" ვართ: ქართველი, სამი პორტუგალიელი, იაპონელი რიოტა... ყველაფერი კარგად იქნება, რადგან სავარჯიშო პროცესში გუნდში მუდამ დიდებული ატმოსფეროა.
- რა მიზნები აქვს "შლიონსკს" ახალ სეზონში?
- "შლიონსკი" ფანებს ბოლო დროს მაღალი ადგილებით ანებივრებდა, ამიტომ გუნდზე ზეწოლა ამჯერად, დიდი იქნება. ჩვენ გვსურს საუკეთესოდ გამოვიდეთ, არანაკლებ, ვიდრე წინა სეზონში. თავად საკუთარი თავის წარმოჩენა საუკეთესოდ მსურს და იმედი მაქვს, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები.
- არ გაშინებთ გუნდის მძიმე კალენდარი?
- არა, რადგან ჩვენი საქმე თამაშია. მზად უნდა ვიყოთ და მოედანზე დავამტკიცოთ. არ გვეშინია არც "ლეხის", არც "ლეგიასი". ვფიქრობ, მათი დამარცხება შეგვიძლია.
- ფიქრობთ, რომ თუ თავს კარგად წარმოაჩენთ, უკეთეს ლიგაში გადასვლის შანსი მოგეცემათ?
- რაც გამიგია, ვიცი, რომ ექსტრაკლასა კარგად შუქდება და აქ სტაბილურად კარგი თამაში ძალიან კარგი გუნდის პოვნაში დაგეხმარება, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ. მინდა რაც შეიძლება კარგად ვითამაშო. ახლა კარგ ფორმაში ვარ და მსურს, ეს შემოდგომისთვისაც შევინარჩუნო.