ევროპის ჩემპიონატების (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გარეთ ბეილია. უელსელი 17 წლისა და 83 დღის იყო, როცა სლოვაკეთის ნაკრებს გაუტანა. ეს 2006 წელს მოხდა, თუმცა უელსი იმ შეხვედრაში 1:5 განადგურდა.
ერთი წლის შემდეგ ბეილის რეკორდის მოხსნამდე ცოტა დააკლდა ლევან მჭედლიძეს, რომელმაც შოტლანდიის ნაკრებს გაუტანა (2:0) 17 წლისა და 207 დღის ასაკში. დღემდე ეს შედეგი მეორეა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.
მესამე ადგილზე ებრაელი ბენ საჰარია
ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე კი ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი იოჰან ფონლანტენია, რომელმაც შვეიცარია-საფრანგეთის მატჩში (1:3, ევრო 2004) 18 წლისა და 141 დღის ასაკში გაიტანა.