ევროპალიგის წილისყრა: ქართველთა გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
15 ივლისს ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

თემურ ქეცბაიას დებიუტი ათენის აეკ-ში ფრანგულ "სენტ ეტიენთან" შედგება. პირველ მატჩს ქართველი მწვრთნელის გუნდი სტუმრად გამართავს.

ჯანო ანანიძის "სპარტაკი" (რუსეთი) მეტოქეს "კლიფტონვილისა" (ჩრდილო ირლანდია) და აეკ ლარნაკას (კვიპროსი) დუელიდან დაელოდება.

ჯერ უცნობია, ვინ გაიმარჯვებს ქართველი მწვრთნელების დუელში. ყაზახეთში კახა ცხადაძის "ქაირათი" 1:1 დაუზავდა შოთა არველაძის "მაკაბის", მაგრამ უკვე ცნობილია, რომ გამარჯვებული მესამე წრეში რუმინულ "პანდურიის" შეხვდება.

ლევან ყენიას "სლავია" თუ შემდეგ ეტაპზე გავა, პორტუგალიურ "რიუ ავეს" გადაეყრება.

თუკი ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" უნგრული
მტკ-ის ბარიერს დაძლევს, მისი მეტოქე მესამე წრეში ფრანგული "ლილი" იქნება.

სანდრო კობახიძის გუნდი პოლტავის "ვორსკლა" ფინური "როვანიემისა" და ზაგრების "ლოკომოტივის" გამარჯვებულს შეხვდება.

მატჩები 28 ივლისსა და 4 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდ წარმატებებს გისურვებთ ქართველო ფეხბურთელებო და მწვრთნელებო. გაიხარეთ.
gizog
18:11 15-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული