გურამ კაშია: ერთ-ორ კვირაში ტოპ-ფორმაში შევალთ

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სლოვენიური შეკრებით კმაყოფილია. შეგახსენებთ, რომ ახლახან კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესმა" 2:1 დაამარცხა საბა კვირკველიას "რუბინი".

"კარგად ვემზადებით ახალი სეზონისთვის. ჩვენ ბევრს ვნერვიულობდით შეკრების დაწყებამდე, ახლა კი ყველა მოწადინებულია. ყაზანის "რუბინთან" მატჩშიც კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ თანდათან შევდივართ სასურველ ფორმაში. კარგი კვირა იყო და ფეხბურთელებიც და სამწვრთნელო შტაბიც მეტად პროდუქტიულები იყვნენ. კვირა-კვირანახევარი კიდევ დაგვრჩა და ტოპ-ფორმაშიც ვიქნებით", - განუცხადა კაშიამ De Gelderlander-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული