ლაშა დვალი პოლონეთის ექსტრაკლასას პირველივე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური "შლიონსკის" ქართველი მცველი ლაშა დვალი პოლონურ არხ Canal+-ის ვერსიით, "ექსტრაკლასას" პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ დვალის "შლიონსკი" ჩემპიონატის პირველ ტურში პოზნანის "ლეხს" დაუპირისპირდა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.