ლეგიონი გუშინ: ჯანო ანანიძეს უამინდობის გამო "შტუტგარტთან" მატჩი ჩაეშალა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ჯანო ანანიძის გუნდს მოსკოვის "სპარტაკს", რომელიც სეზონის განახლებისთვის ემზადება, შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩში 22 ივლისს, გერმანიის ქალაქ გრასაუში, მეორე ბუნდესლიგის გუნდ "შტუტგარტთან" უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ არ გაუმართლა.

გუნდებმა მხოლოდ ერთი ტაიმი ჩაამთავრეს, შემდეგ კი უამინდობის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა ქართველი ჰავბეკი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. ტაიმის მიწურულს კი მსაჯმა ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე "შტუტგარტმა" პენალტიდან ერთი გოლის გატანა მოასწრო - 1:0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული