გუნდებმა მხოლოდ ერთი ტაიმი ჩაამთავრეს, შემდეგ კი უამინდობის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა ქართველი ჰავბეკი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. ტაიმის მიწურულს კი მსაჯმა ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე "შტუტგარტმა" პენალტიდან ერთი გოლის გატანა მოასწრო - 1:0.