ლეგიონი: ლაშა დვალის "შლიონკსმა" "ლეგიასთან" ქულა მოიპოვა

AutoSharing Option
23 ივლისს პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე ტურის ორი მატჩი გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ ლაშა დვალის "შლიონსკი" მეორე ტურში ვარშავის "ლეგიას" ესტუმრა და ქულას დასჯერდა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ქართველი მცველი "შლიონსკის" ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

პირველ ორ ტურში მოპოვებული ორი ქულით "შლიონსკი" სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას დვალის გუნდი 1 აგვისტოს "პოგონიეს" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული