საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ ლაშა დვალის "შლიონსკი" მეორე ტურში ვარშავის "ლეგიას" ესტუმრა და ქულას დასჯერდა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ქართველი მცველი "შლიონსკის" ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
პირველ ორ ტურში მოპოვებული ორი ქულით "შლიონსკი" სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას დვალის გუნდი 1 აგვისტოს "პოგონიეს" წინააღმდეგ გამართავს.