ყაზანის "რუბინის" ქართველმა ფეხბურთელმა ამასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა: "არაფერი ვიცი "სპარტაკის" ჩემით დაინტერესების შესახებ. ამ ეტაპზე მე "რუბინის" ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს", - განაცხადა კვირკველიამ.
მედიაში კარგა ხანია წერენ, რომ კვირკველიას "რუბინიდან" წასვლა სურს. აქამდე ევროპულ კლუბებს ასახელებდნენ, დღეს კი მოსკოვის "სპარტაკის" თემა გახდა აქტუალური.
შეგახსენებთ, რომ "სპარტაკში" თამაშობს ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.
ასევე იხილეთ:
ტრანსფერი: საბა კვირკველიას რუსული ვარიანტი გამოუჩნდა