თემურ ქეცბაია: "სენტ ეტიენისთვის" მზად ვართ

AutoSharing Option
დღეს თემურ ქეცბაიას ოფიციალური დებიუტი აქვს ათენის აეკ-ის თავკაცის პოსტზე. მისი გუნდი ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე "სენტ ეტიენს" სტუმრობს.

მატჩის წინ ქართველმა სპეციალისტმა ფრანგ ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა:

"სენტ ეტიენი" ერთ-ერთი იმ კლუბთაგანი იყო, რომელთანაც შეხვედრა არ მინდოდა, მაგრამ წილისყრამ ასე გადაწყვიტა. ახლა უნდა გავიდეთ მოედანზე და კარგ შედეგს მივაღწიოთ. არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ, რადგან ამხანაგურ მატჩებში ხუთი შეხვედრა მოვიგეთ, ხოლო "სენტ ეტიენმა" 3 წააგო. ეს ახლა არაფერს ნიშნავს.

ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა ბიჭები არ არიან გამოუცდელები. ათენში დერბიში
ნათამაშებებს ადვილად შეუძლიათ "ჟოფრუა გიშარზე" შექმნილი ატმოსფეროსა და ზეწოლის გაძლებაც.

ჩემი ფეხბურთელები მოწადინებულები არიან, რომ ხუთწლიანი განშორების შემდეგ ევროპულ ასპარეზზე წარმატებულად დაბრუნდნენ. ჩვენ "სენტ ეტიენისთვის" მზად ვართ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული