შოთა არველაძე: ჩვენ უკვე ოთხი ოფიციალური მატჩი ვითამაშეთ, მეტოქემ კი მხოლოდ ერთი

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შოთა არველაძის "მაკაბი" რუმინულ "პანდურიის" სტუმრობს.

თამაშამდე შოთა არველაძემ რუმინელ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"ჯერ კიდევ წინასასეზონო პერიოდია, მაგრამ ჩვენ უკვე 4 ოფიციალური მატჩი ვითამაშეთ, "პანდურიიმ" კი - მხოლოდ ერთი. რთულია პირველი მატჩის სტუმრად გამართვა, მაგრამ ჩვენ მისაღები შედეგისთვის ვიბრძოლებთ. ვნახე "კრაიოვასთან" მატჩი და ვიცი, რას უნდა ველოდოთ ამ გუნდისგან. "პანდურიისთან" დაძაბული შეხვედრები გველის.

საპასუხო მატჩი შინ გვაქვს და ეს უპირატესობაა, მაგრამ მოდი, ჯერ პირველი შეხვედრა ჩავატაროთ, საპასუხო მატჩზე კი მომავალ კვირაში ვილაპარაკოთ.

შარშან
"მაკაბიმ" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, ეს კი კარგი გამოცდილება იყო ჩვენი გუნდისთვის", - თქვა ქართველმა სპეციალისტმა, რომელმაც II ეტაპზე გათამაშებიდან კახა ცხადაძის "ქაირათი" გამოთიშა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული