ლეგიონი: დვალისა და ბეგლარიშვილის გამარჯვება

AutoSharing Option
პირველ აგვისტოს ევროპაში ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ესტონეთის ჩემპიონატში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" შინ 6:1 მოუგო "ლევადიას". ტალინური კლუბის ქართველმა ნახევარმცველმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.

პოლონეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "შლიონსკმა" გასვლაზე 2:0 აჯობა "პოგონს". გამარჯვებულთა შორის სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა.

"რუბინისა" და "ამკარის" მატჩში (0:0) არ უთამაშია საქართველოს ნაკრების მცველ საბა კვირკველიას. რუსული მედია კვლავ წერს იმის თაობაზე, რომ კვირკველია "სპარტაკის" სამიზნეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული