ოფიციალურად - გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას ვენის "რაპიდში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია ვენის "რაპიდის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ავსტრიულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მედიას ქვილითაია "რაპიდის" სპორტულმა დირექტორმა ანდრეას მიულერმა წარუდგინა.

ოფიციალურად არ გახმაურებულა ტრანსფერის თანხა, არაოფიციალურად კი ავსტრიული მედია მილიონ ევროს ასახელებს.

ქვილითაია 24 გოლით უმაღლესი ლიგის გასულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და თბილისის "დინამოს" გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
b და c არ დაიწყოთ ეხლა პირდაპირ მთავარ გუნდში ხოა ?
0
ღმერთი შენსკენ! აბა შენ იცი, გიო, წარმატებები!
shaqara
16:24 04-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული