"ნიცას" შეთავაზება ერთადერთი რეალური ვარიანტია - ჯაბა კანკავა ფიქრობს

AutoSharing Option
გაზეთმა "ლელომ" "ეკიპის" მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება სცადა, რომლის თანახმად, საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას დამატება საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდ "ნიცას" სურს.

- ჯაბა კანკავას საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბის ვარიანტი გამოუჩნდა

როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების 30 წლის კაპიტანი ამჟამად "რეიმსის" სარეზერვო გუნდში ძირითადი შემადგენლობის კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ვარჯიშობს. "ლელომ" მასთან გასაუბრება და სიტუაციაში გარკვევა სცადა, მაგრამ ადრესატმა ზარებს არ უპასუხა.

მოგვიანებით კი გამოცემამ სხვა წყაროსგან შეიტყო, რომ "ნიცადან" მას მართლაც დაუკავშირდნენ და ახლა ეს ერთადერთი რეალური შეთავაზებაა.
კანკავას ამ გუნდზე უარი არ უთქვამს, ჯერჯერობით - ფიქრობს. ვნახოთ, რას მოიფიქრებს...

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა "რეიმსში" უკრაინული "დნიპროდან" გადავიდა, სადაც 28 მატჩი ჩაატარა. გუნდი ლიგა 1-იდან გავარდა, რის გამოც ჯაბამ ახალი კლუბის მოძიება გადაწყვიტა. ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კანკავას აყვანა პრიმერა დივიზიონის "მალაგას" სურდა, მაგრამ მოგვიანებით ეს ვარაუდი არ დადასტურდა ისევე, როგორც თურქული სუპერლიგის კლუბის "ტრაბზონსფორის" ინტერესის შესახებ ხმები...
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნიცა ზუგდიდის "ოდიში" ან ფოთის "კოლხეთი" გონია, ალბათ, მე უფრო იმას ვფიქრობ , რომ ამ პორტალების შეთხზულთან გვაქვს საქმე
gela
08:29 12-08-2016
0
ურალს იქეთ ქედს გაღმა რამე არის ნეტა?
0

სიახლეები პოპულარული