ბაქოს "ინტერი" "სამტრედიას" გაეჯიბრება

AutoSharing Option
azerisport.com-ის ინფორმაციით, ბაქოს "ინტერი" მატარებლით საქართველოში გამოემგზავრა, სადაც შეკრებას მოაწყობს.

შეგახსენებთ, რომ "ინტერს" ზაურ სვანაძე თავკაცობს, გუნდში კიდევ ერთი ქართველია - ვეტერანი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი.

28 აგვისტოს "ინტერი" ამხანაგურად "სამტრედიას" გაეჯიბრება. აზერბაიჯანული კლუბი 1-ელ სექტემბერს მეორე სპარინგს გეგმავს, თუმცა მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ინტერი" 3 თამაშიდან 5 ქულით მესამე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენთვის არ არის ეგ მატჩი ჯანგო, წადი პულიმიოტს მიხედე
კახა
11:36 24-08-2016
0
რომელ საათზე და სად ჩატარდება ეს მარჩი?
Jango
20:41 23-08-2016
0

სიახლეები პოპულარული