შეგახსენებთ, რომ "ინტერს" ზაურ სვანაძე თავკაცობს, გუნდში კიდევ ერთი ქართველია - ვეტერანი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი.
28 აგვისტოს "ინტერი" ამხანაგურად "სამტრედიას" გაეჯიბრება. აზერბაიჯანული კლუბი 1-ელ სექტემბერს მეორე სპარინგს გეგმავს, თუმცა მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის.
აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ინტერი" 3 თამაშიდან 5 ქულით მესამე ადგილზეა.