შოთა არველაძე: რიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ ქართველების გამოსვლას ვუყურე

AutoSharing Option
25 აგვისტოს, ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში თელ-ავივის "მაკაბი", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, სპლიტის "ჰაიდუკს" სტუმრობს. პირველი შეხვედრა "მაკაბიმ" 2:1 მოიგო.

თამაშის წინ არველაძე მედიას გაესაუბრა. პრესკონფერენცია მხოლოდ მომავალ მატჩს არ ეხებოდა, ჟურნალისტები შოთას რიოს ოლიმპიადაზეც კი დაეკითხნენ.

ოლიმპიადაზე
"გაგიკვირდებათ, მაგრამ ოლიმპიადაზე ერთი საფეხბურთო მატჩისთვისაც კი არ მიყურებია. ვნახე მხოლოდ ქართველი სპორტსმენების გამოსვლა რიოში. მეტი თავისუფალი დრო, სამწუხაროდ, არ მქონდა".

"ჰაიდუკთან" მატჩზე
"შარშან "მაკაბის" ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ტიტული ვერ მოიგო. ფეხბურთში ყველაფერს დეტალები წყვეტს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ "მაკაბი"
ევროპულ ასპარეზზე ჯგუფურ ეტაპზე უნდა მონაწილეობდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვის".

მეტოქის შესახებ
"ახლა უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ერთი კვირის წინათ. ვიცით, რომ მათ შინ დიდი მხარდაჭერა ექნებათ. მაგრამ ჩვენ მოგებული გვაქვს თამაში და ჯგუფში შესაღწევად ერთი ნაბიჯი გვაშორებს. "მაკაბი" ყოველთვის მოსაგებად გადის. ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე გაღწევა იყო და ახლა სწორედ მიზანთან ახლოს ვართ. ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, სტილს არ შევცვლით".

რას ფიქრობს მეტოქე "მაკაბიზე"
"ხორვატები ფიქრობენ, რომ "მაკაბი" სუსტია? შესანიშნავია, ეს გვაწყობს. ბედნიერი ვარ, თუ ასე ფიქრობენ".

პოტენციურ ტრანსფერებზე
"ამაზე ყოველთვის არის ძიება, საუბარი. ჩვენ გვსურს გაძლიერება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული