ლეგიონი: დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" სტუმრად წააგო

AutoSharing Option
26 აგვისტოს, დანიის ჩემიონატში VII ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დავით სხირტლაძის "სილკებორგმაც" მიიღო.

საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 23 წლის თავდამსხმელის გუნდი სტუმრად "რანდერსთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

სხირტლაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მისი გუნდის მდგომაროება კი ჯერჯერობით უიმედოა. დანიის სუპერლიგაში წელს აღზევებულ "სილკებორგს" შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-14 ადგილს იკავებს.

ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 2 გოლია, რომელიც წინა ტურში, "ჰორსენსთან" (3:3) გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული