- რას იტყვით "დნიპროსთან" მატჩზე?
- მთავარი ვერ შევძელით, შედეგს ვერ მივაღწიეთ. ძალიან მალე გავუშვით გოლი, ამის მერე მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდა. პოზიციური შეტევები კი არ გამოგვივიდა. მწვრთნელმა გვითხრა, რომ ტემპისთვის მოგვემატებინა, მაგრამ ეს ვერ შევძელით.
- ევროპალიგის ჯგუფზე რას იტყვით?
- მეტოქეები ძალიან სერიოზული გვყავს. შესაძლოა, "დნიპროსთან" ამიტომაც ვერ ვითამაშეთ, თამაშამდე გავიგეთ, რომ მეტოქედ "მანჩესტერი", "ფენერბაჰჩე" და "ფეიენოორდი" გვყავდა. პროფესიონალები ვართ და ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს, მაგრამ... შესაძლოა, ფიქრით
- 15 სექტემბერს ოდესაში "ფენერბაჰჩეთი" იწყებთ.
- თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან მძიმე მატჩი გველის. მათ ბევრი ვარსკვლავი ჰყავთ: შკრტელი, კიაერი, ვან პერსი... ჯგუფი ისეთი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის დონეს რომ შეეფერება.