შოთამ და ამისულაშვილმა ავსტრიაშიც მოიგეს

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, თურქულმა "ქაისერისფორმა" ახალი სეზონისთვის მზადება ავსტრიაში გააგრძელა. შოთა არველაძის გუნდმა ავსტრიაში დაგეგმილი 4 საკონტროლო შეხვედრიდან ერთი უკვე ჩაატარა. ქაისერელები ადგილობრივ "კაპფენგერს" გაეჯიბრნენ და მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს. სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი. უკანა ხაზზე განლაგებული კვარტეტში, ამისულაშვილი შუაში, მარცხენა მხარეს იყო გამწესებული. ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი, 30-ე წუთზე ჩანგელემ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში გამგზავრებამდე, "ქაისერისფორმა" თურქეთში პირველივე საკონტროლო მატჩი მოიგო - შოთას გუნდმა "ერჩიესფორს" 3:2 სძლია. ქაისერელები ავსტრიაში მორიგ ამხანაგურ მატჩს 23 ივლისს "ბელგრადთან"
ჩაატრებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული