შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილს 30 აგვისტოს "მარსელში" გადასვლა ჩაეშალა, მან სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.
ქართველი "გენკში" 2014 წლიდან თამაშობდა, მან 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასულ სეზონის დიდი ნაწილი მან იჯარით თურქულ "ესქიშეჰირში" გაატარა.
"კლუბი თორნიკეს წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში", - ვკითხულობთ "გენკის" განცხადებაში.