ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თორნიკე ოქრიაშვილი და "გენკი" ერთმანეთს დაშორდნენ

AutoSharing Option
"გენკის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილისა და "გენკის" გზები გაიყო - ორმხრივი შეთანხმებით ქართველთან კონტრაქტი შეწყვეტილია. ის თავისუფალი აგენტია.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილს 30 აგვისტოს "მარსელში" გადასვლა ჩაეშალა, მან სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

ქართველი "გენკში" 2014 წლიდან თამაშობდა, მან 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასულ სეზონის დიდი ნაწილი მან იჯარით თურქულ "ესქიშეჰირში" გაატარა.

"კლუბი თორნიკეს წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში", - ვკითხულობთ "გენკის" განცხადებაში.